უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფაქტობრივ ბლოკადას მიაღწია და შესაბამისი სტრატეგიული ოპერაციის გაფართოებას აგრძელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ზრდის დარტყმების ინტენსივობას საშუალო დისტანციის სამიზნეებზე. მისი განცხადებით, ოპერაციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ნავთობის სექტორის სხვა ობიექტების, სამხედრო ლოგისტიკისა და შავი და აზოვის ზღვების მიმართულებით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას ემსახურება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მოქმედებები რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და პორტებზე განხორციელებული დარტყმების პასუხია. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციებს უფრო აქტიური პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.
ამავე დროს, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განიხილეს სლავიანსკისა და კონსტანტინოვსკის მიმართულებების გაძლიერებისთვის საჭირო ზომები. ზელენსკის განცხადებით, აგვისტოში უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად რუსეთის დანაკარგებმა შესაძლოა 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს მიაღწიოს.