ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე ილაპარაკა.

„„მილანის“ სასტარტო შემადგენლობაში ერთი იტალიელი თამაშობს, „იუვენტუსში“ – მხოლოდ ორი, „ინტერში“ – ოთხი ან ხუთი, „რომაში“ – ორი ან სამი. აი, რაშია პრობლემა.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენ არც ისე ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. მომზადების სისტემამ არ გაამართლა: ძალიან ბევრი ტაქტიკა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. ამაშია იტალიის პრობლემა. ბავშვები უკვე 12 წლის ასაკში სწავლობენ ტაქტიკას – რატომ ასე ადრეულ ასაკში? საჭიროა ბურთთან მუშაობა, უნდა იცოდე მისი ფლობა. ამ ასაკში საჭიროა საფეხბურთო ანბანის შესწავლა.

მე ვცხოვრობდი ესპანეთში და ვხედავდი, რომ იქ ბავშვებს ძალიან მოსწონდათ მუდმივად ბურთთან მუშაობა. ტექნიკა და მხოლოდ ტექნიკა… დღეს ფეხბურთი უფრო სწრაფი გახდა, და შენ თუ ტექნიკა არ გაქვს, შორს ვერ წახვალ. ასეთ დროს უაზრობაა ტაქტიკასა და პრესინგზე ლაპარაკი“, – განაცხადა კაპელომ.

1tv.ge