ევროსტატის გადახედილი შეფასებით, ევროზონის ეკონომიკა 2025 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. 

წლიურ გამოხატულებაში მშპ-ს ზრდამ 1.3% შეადგინა.

შედეგები დაემთხვა როგორც ადრე გამოცხადებულ მონაცემებს, ასევე Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზს.

შედარებისთვის, 2025 წლის მესამე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა წინა სამ თვესთან შედარებით 0.3%-ით და 2024 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის ეკონომიკა ოქტომბერ-დეკემბერში კვარტალურად 0.3%-ით, ხოლო წლიურად 1.5%-ით გაიზარდა.

ევროზონაში მშპ-ს ზრდამ მთელი 2025 წლისთვის 1.5% შეადგინა, ხოლო ევროკავშირისთვის - 1.6%.

ეს სამი ეკონომიკური შეფასებიდან მეორეა. საბოლოო მონაცემები 6 მარტს გამოქვეყნდება.

წყარო: interfax