2023 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ინფლაციას, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.3% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. საბაზო ინფლაცია (CPI) კი რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, 5.5%-ს შეადგენს.

ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის ფასების ვარდნითაა განპირობებული.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირმა რეცესიის თავიდან არიდება შეძლოს.