განვითარებადი ტექნოლოგიების მხრიდან ზეწოლაზე რეაგირების მიზნით, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ევროს ციფრული ვერსიის პროექტს ამზადებს, რამაც შეიძლება შეცვალოს ფულის გამოყენების გზები მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის თქმით, ციფრული ევრო ხალხს საშუალებას მისცემს, რომ შეიძინონ ნივთები, არაევროპული კომპანიების კონტროლქვეშ მყოფი გადახდის სერვისის პროვაიდერებზე დამოკიდებულების გარეშე. მათ შორის Mastercard-ის, Visa-ს, Apple Pay-ს და Google Pay-ს საშუალებით.

ევროკომისია, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შესთავაზებს აღნიშნულ იდეას კანონმდებლებს, აცხადებენ ECB-ს ოფიციალური პირები, ხოლო ციფრული ვალუტის დიზაინს ცენტრალური ბანკი ოქტომბერში წარმოადგენს.

ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ფრთხილად იკვლევენ ციფრულ ვალუტებს, რადგან ნაღდ ფულს სულ უფრო მეტად ხშირად ანაცვლებს ელექტრონული გადახდები. ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორებიცაა ნიგერია, ბაჰამის კუნძულები და იამაიკა, უკვე შემოიღეს ციფრული ვალუტა, ხოლო ჩინეთი ციფრული ფულის საცდელ ვერსიას ამზადებს.