ევროპაში სარკინიგზო მომსახურება არ აკმაყოფილებს მგზავრების მოლოდინს და ძვირად ღირებული ბილეთები ყოველთვის არ იძლევა მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ახალ ანგარიშში, რომელიც მომზადდა „ტრანსპორტისა და გარემოს“ (T&E) ჯგუფის მიერ განხორციელებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ანგარიშში შეფასებულია 27 სხვადასხვა სარკინიგზო ოპერატორი კონტინენტის მასშტაბით. თითოეული შესწავლილი იქნა რვა განსხვავებული კრიტერიუმის მიხედვით: ბილეთების ფასები, სპეციალური ტარიფები და ფასდაკლებები, საიმედოობა, დაჯავშნის გამოცდილება, თანხის დაბრუნების პოლიტიკა, მოგზაურთა გამოცდილება, ღამის მატარებლები და ველოსიპედისტებთან დაკავშირებით პოლიტიკა.

T&E ექსპერტები ამბობენ, რომ სარკინიგზო მომსახურება ევროპაში უნდა გაუმჯობესდეს და ხაზს უსვამენ ინდუსტრიის მასშტაბით რეფორმების საჭიროებას.

რომელი სარკინიგზო ოპერატორები არიან საუკეთესო ევროპაში?

T&E-ის რეიტინგში პირველი ადგილი იტალიურმა კომპანიამ Trenitalia-მ დაიკავა, საშუალო ქულით 7.7 10-დან, ოპერატორი გამოირჩევა მოგზაურობის გამოცდილებით.

მას მოსდევს შვეიცარიული SBB 7.4 ქულით, რომელსაც აქვს ყველაზე პუნქტუალური მატარებლები ევროპაში.

ასევე 7.4 ქულა აიღო ჩეხურმა კომპანია RegioJet-მა, რომელსაც მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონტინენტზე ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთების ფასები აქვს.

ვრცლად euronews – ზე