ევროპის ქვეყნები ქარიშხალ "კიარანს" ებრძვიან. ქარის სიჩქარე 207 კმ/სთ-ს აღწევს.

შტორმმა მოიცვა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთი და დააზარალა ნიდერლანდები და ესპანეთი. ის შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იუწყება Reuters.

საფრანგეთში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ათეულობით დეპარტამენტში კი გაზრდილი განგაშის დონე გამოცხადდა. უამინდობის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა

დიდი ბრიტანეთის სამხრეთით სტიქიის გამო 300-ზე მეტი სკოლა დაკეტილია, კომპანიები თანამშრომლებს დისტანციურ სამუშაოზე გადაჰყავთ. ასევე შეფერხებულია ბორანი და ფრენები გაუქმებულია.

ნიდერლანდების უდიდეს აეროპორტში, შიპგოლში, მოახლოებული შტორმის გამო ასობით ფრენა გაუქმდა.