ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით გაიზარდა – განაცხადა ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA).
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 866 397 ათასს მიაღწია გასული წლის ოქტომბრის 856 762 ათასთან შედარებით.
ევროპის უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე – გერმანიაში, ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, ესპანეთში 7,2%-ით. ამასთან, საფრანგეთში გაყიდვები 11,1%-ით შემცირდა, იტალიაში - 9,1%-ით.
მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გაიზარდა 0,1%-ით გასულ თვეში 1,042 მილიონამდე, მათ შორის დიდ ბრიტანეთში გაყიდვები შემცირდა 6%-ით.
ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 2,4%-ით გაიზარდა და 124,907 ათასი შეადგინა.
ფოლკსვაგენის ჯგუფის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში ოქტომბერში 16,7%-ით გაიზარდა, ხოლო Stellantis 16,9%-ით და Renault-ით 1,5%-ით. გერმანულმა, ფუფუნების მანქანების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG-მ მანქანების გაყიდვები 4,7%-ით გაზარდა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 1%-ით შეამცირა.
სამხრეთ კორეის Hyundai Group-მა აჩვენა გაყიდვების შემცირება 11,9%-ით, ხოლო იაპონურმა Toyota Group-მა 17,4%-ით გაზარდა. ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ევროკავშირში 11 088 ათასი მანქანა გაყიდა, რაც 21%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.
იანვარ-ოქტომბერში ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში გაიზარდა 0,7%-ით და 8,856 მლნ–მდე. ელექტრომობილების გაყიდვები შემცირდა 4,9%-ით და 1,173 მლნ. შეადგინა.