ევროკავშირმა, მე-14 სანქციების პაკეტის ფარგლებში, კომპანიებს აუკრძალა, არ გამოიყენონ რუსეთის ბანკის „ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა“ (СПФС) - SWIFT-ის რუსული ანალოგი.

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, The Moscow Times იუწყება.

„საბჭომ გადაწყვიტა აეკრძალოს ფინანსური შეტყობინებების სისტემის (FMTS) გამოყენება, რომელიც შემუშავებულია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შემაკავებელი ზომების ეფექტის გასანეიტრალებლად. ევროკავშირის ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფარგლებს გარეთ, აეკრძალებათ SPFS ან მსგავსი სპეციალიზებული ფინანსური მესიჯების სერვისებთან დაკავშირება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსურ ოპერატორებს ეკრძალებათ ტრანზაქციების განხორციელება სპეციალურ სიაში შეყვანილ იურიდიულ პირებთან, რომლებიც იყენებენ ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას (СПФС) რუსეთის ფარგლებს გარეთ.

ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა გახდა მთავარი არხი ფინანსური ინფორმაციის გაცვლისთვის რუსული ანგარიშსწორების დროს კორესპონდენტ ანგარიშებზე მას შემდეგ, რაც 2022 წელს უმსხვილესი რუსული ბანკები გათიშული იქნა საერთაშორისო SWIFT სისტემიდან.