ევრო აფიქსირებს ყველაზე სწრაფ ზრდას ბოლო 15 წლის განმავლობაში, და ინვესტორები სულ უფრო მეტად აღიქვამენ მას როგორც აშშ დოლარის ალტერნატივას მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებში. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ვალუტა სამი წლის განმავლობაში უმაღლეს დონემდე ავიდა და მიუახლოვდა $1.15 ნიშნულს და ჰეჯ-ფონდები და ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ 1.20 დოლარამდე შესაძლო გამყარებაზე მომდევნო სამ-ექვს თვეში.

ზრდა ხდება მაშინ, როდესაც დოლარის ტრადიციული როლი, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი, ხელახლა განიხილება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო ტარიფების ფონზე. გასულ კვირას სულ რაღაც ორ დღეში, ევრო თითქმის 4%-ით გაიზარდა, რაც ოფციონების მოცულობებში მეორე უმსხვილესი ნახტომია, Depository Trust & Clearing Corp.–ის მონაცემებით.

ვრცლად liga.net – ზე