ესპანურმა სტარტაპმა Natural Movement-მა თავისი ახალი მოდელი Liux Gekko წარმოადგინა. კომპაქტურ ურბანულ ელექტრომობილს აქვს არასტანდარტული დიზაინი. ავტომობილის დეტალები მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი Liux Gekko არის კომპაქტური ურბანული ელექტრო მანქანა. სიგრძეში 2,7 მეტრს აღწევს და სიგანეში 1,5 მეტრს. „ჰეტჩბეკს“ (საბარგულის უკანა კარი, სრულად ეხდება ქვემოდან ზემოთ) ყუთის ფორმა და თხელი LED ფარები აქვს.

ელექტრომობილი მხოლოდ 550 კგ-ს იწონის, მის დიზაინში კი ეკოლოგიურად სუფთა მასალები დომინირებს. კორპუსი სელის ბოჭკოებისგან მიღებული სპეციალური პოლიმერული მასალისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, მანქანის შესაქმნელად გამოყენებული იქნა მცენარეული ფისები, ხის და ბიოკომპოზიტები. ელექტრო მანქანის ზოგიერთი ნაწილი 3D პრინტერზეა დაბეჭდილი.

მსუბუქი ელექტრომობილი Liux Gekko აღჭურვილია მოკრძალებული 20 ცხენის ძალის ძრავით უკანა ღერძზე და შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ.

13 კვტ/სთ ბატარეა 150 კმ დისტანციის გავლას უზრუნველყოფს.