ეგვიპტელმა ექსპორტიორებმა 2022 წელს აშშ-ს ბაზარზე ხმელი ხახვის მიწოდება გაზარდეს რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს - ამის შესახებ ინფორმაციას eastfruit ავრცელებს.
მაგალითად, 2022 წელს ეგვიპტიდან შეერთებულ შტატებში 3 300 ტონა ხმელი ხახვი გაიგზავნა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს სამჯერ და 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება . ამავდროულად, 2019 წელს ეგვიპტის ექსპორტი მთლიანად აშშ-ს ბაზარზე იყო დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ თავად შეერთებული შტატები ხახვის ჩირის მთავარი ექსპორტიორია. ქვეყანა ყოველწლიურად 27 000-31 000 ტონას ახორციელებს. თუმცა, ხმელი ხახვის იმპორტი შეერთებულ შტატებში მაღალ ნიშნულზე რჩება და წლიურად 6 000 ტონიდან 9 000 ტონამდე მერყეობს.
აშშ-ს ხახვს მხოლოდ სამი ქვეყანა, ჩინეთი ეგვიპტე და ინდოეთი აწვდის, ხოლო აშშ-ს ექსპორტირებული ორიენტირებულია მოწინავე ეკონომიკის ბაზრებზე, ესენია იაპონია, კანადა და დიდი ბრიტანეთი.