2026 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1,003-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 254-მდე გაიზარდა. როგორც Reuters-ი წერს, მაჩვენებელი მხოლოდ ერთ დღეში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი — 20 ივნისს დაფიქსირებული იყო 956 შემთხვევა და 247 გარდაცვალება.
მიმდინარე აფეთქება გამოწვეულია ებოლას შედარებით იშვიათი შტამით — ბუნდიბუგიოთი. ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური მასშტაბი შესაძლოა ოფიციალურ მონაცემებზე უფრო დიდი იყოს, რადგან კონტაქტების სრულფასოვანი მოძიება და მონიტორინგი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
დამატებითი შეშფოთების მიზეზია ის, რომ დაავადება ვრცელდება მედპერსონალში - ინფიცირებულია სულ მცირე 78 ექიმი, ექთანი და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენელი, მათგან 18 გარდაიცვალა. ეპიდემიის კონტროლ აფერხებს კონფლიქტები და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. ლტოლვილთა ბანაკებში ფიქსირდება სიკვდილიანობის ზრდა, რაც შესაძლოა უფრო ფართო გავრცელებაზე მიუთითებდეს.
შექმნილ ვითარებაში ძლიერდება საერთაშორისო რეაგირება: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დოლარი გამოყო და რეგიონში დამატებითი სპეციალისტები გაგზავნა.