დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა, -  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.

ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.