2022 წელს რუსეთი 8500-მა დოლარში კაპიტალის მქონე მილიონერმა დატოვა. ამის შესახებ ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის მიერ კაპიტალის მიგრაციის სერვისებში სპეციალიზებულმა Private Wealth Migration Report 2023-ის კვლევაშია ნათქვამი.

ვარაუდობენ, რომ 2023 წელს რუსეთს კიდევ 3000 ასეთი მილიონერი დატოვებს. მდიდარი რუსების ემიგრაციის ზრდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მათი კაპიტალის უსაფრთხოებაა.

მილიონერების ემიგრაციის რეიტინგში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს - გასულ წელს ქვეყანა 10 800 მდიდარმა მოქალაქემ დატოვა, 2023 წელს კი 13 500 მილიონერის გადინებაა მოსალოდნელი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი გადინება ჩინეთისთვის კრიტიკულია, რადგან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდება.

ინდოეთში, სადაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია მდიდრების ემიგრაცია (7500 2022 წელს და 6500 - 2023 წელს). ქვეყანაში ახალი მილიონერების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა.

ქვეყნების ათეულში, რომლებმაც თავიანთი მდიდარი მოქალაქეები დაკარგეს, მხოლოდ ერთი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი მოხვდა დასავლეთ ევროპიდან. 2022 წელს გადინებამ 1600 მილიონერი შეადგინა, 2023 წელს 3200-ია მოსალოდნელია. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბრექსიტმა დიდი ბრიტანეთი ნაკლებად სტუმართმოყვარე გახადა მდიდარი ადამიანების მიმართ.