დიდი ბრიტანეთი, სამხედრო მეთაურებთან განხილული გეგმების ფარგლებში, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამას გააძლიერებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში განთავსდებიან.
ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მდივანმა გააკეთა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
The Telegraph-თან ინტერვიუში გრანტ შაპსმა თქვა, რომ მას ჰქონდა მოლაპარაკებები არმიის ლიდერებთან უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გადატანის შესახებ. მან ასევე მოუწოდა უფრო მეტ ბრიტანულ თავდაცვის ფირმას შექმნან ქარხნები უკრაინაში.
ამას გარდა, გასულ კვირას კიევში მოგზაურობისას შაპსი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ესაუბრა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალებს შეუძლია შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან გემები დაიცვან.