მარტში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზე მაღალი იყო, რაც ინგლისის ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომ ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ამრიგად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი დიდ ბრიტანეთში 10,1%-ით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში სურსათზე ფასების ყველაზე დიდი ზრდით. ეკონომისტები ინფლაციის 9,8%-მდე შენელებას ელოდნენ.

დიდ ბრიტანეთში 10,1%-იანი ინფლაცია გამოწვეულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ყველაზე დიდი ზრდით ბოლო 45 წლის განმავლობაში - მარტში მათი ფასი წლიურად 19,1%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1977 წლიდან.

ONS-ის ინფორმაციით, პურზე, ცხელ სასმელებზე, შოკოლადსა და საკონდიტრო ნაწარმზე გაძვირება რეკორდული იყო.

ამავდროულად, საქონელზე, მათ შორის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ფასები 12,7%-ით გაიზარდა. საბინაო და კომუნალურ სექტორში ფასების ზრდამ 11,6% მიაღწია, რესტორნებსა და სასტუმროებში - 11,3%.