დანიაში გეგმავენ სრული აკრძალვა შემოიღონ, 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე ორიენტირებული ფასტ–ფუდის, ჩიფსების და გაზიანი სასმელების რეკლამაზე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამჟამად, ქვეყანას მხოლოდ არაოფიციალური შეზღუდვა აქვს 13 წლამდე ასაკის აუდიტორიისთვის მავნე პროდუქტების რეკლამირებაზე. თუმცა, ბევრი მწარმოებელი გვერდს უვლის ამ წესებს ბლოგერებთან რეკლამების განთავსებით და სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების ჩატარებით.
ახალი კანონი არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა - ტელევიზია, ონლაინ რეკლამა, მათ შორის პოპულარული TikToker-ების მიერ პოპულარიზაცია - შეზღუდვებს დაექვემდებარება. დამრღვევებს მნიშვნელოვანი ჯარიმები დაეკისრებათ. პასუხისმგებლობა ასევე გავრცელდება იმ პლატფორმებზე, რომლებიც აკრძალულ კონტენტს ათავსებენ.