დანიის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის სენერბორგი და ორჰუსი, ჭკვიან ჭიქებს გამოცდის, რომლებიც ხანდაზმული ადამიანების მიერ წყლის მოხმარების რაოდენობას აკონტროლებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ასაკთან ერთად წყურვილის გრძნობა იკლებს, რის გამოც ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს სითხის არასაკმარისი მიღება. დეჰიდრატაცია იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტეს, წნევის მატებას და ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკსაც კი. რეკომენდაციების თანახმად, ხანდაზმულმა ქალებმა დღეში 1,6 ლიტრი წყალი უნდა დალიონ, მამაკაცებმა - 2 ლიტრი.
ჭიქა აღჭურვილია სენსორით, რომელიც აფიქსირებს ყოველ ყლუპს და ავტომატურად გადასცემს მონაცემებს ელექტრონულ სისტემას.
თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ დალევს წყალს, მოწყობილობა მელოდიურ სიგნალს მისცემს. სენერბორგში ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ შეიტანება სამედიცინო ჩანაწერში, ხოლო ორჰუსში სოციალური მუშაკები მას რეალურ დროში ხედავენ.