Corendon Airlines პირველი ევროპული ავიაკომპანიაა, რომელიც თავის მგზავრებს თვითმფრინავში „ბავშვებისგან თავისუფალ“ ზონას სთავაზობს. 

ნოემბრიდან ავიაკომპანიის ფრენები ამსტერდამსა და კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოს შორის შესრულდება ახალი ზონით „მხოლოდ ზრდასრულთათვის“, რომელიც მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებისთვისაა განსაზღვრული.

ბავშვებისგან თავისუფალი ზონა თვითმფრინავის 432 ადგილის დაახლოებით 20%-ს ანუ 93 ადგილს დაიკავებს. თუმცა აღნიშნულ ზონაში, 1 ადგილი 45 ევროთი უფრო ძვირი ეღირება. 

Corendon-ის დამფუძნებლის ატილაი უსლუს განცხადებით, კომპანია მუდმივად მუშაობს მგზავრების საჭიროებების ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად.  მისი თქმით, ასეთი ზონის დამატება მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება, რადგან ბავშვების ხმაური ნაკლებ მგზავრს შეაწუხებს.

ბავშვებისგან თავისუფალი ზონები უკვე ხელმისაწვდომია სხვა უცხოურ ავიახაზებზე. მალაიზიის ავიაკომპანია AirAsia X-მა 2013 წელს შემოიღო „მშვიდი ზონა“, რომელიც კრძალავს ეკონომკლასის პირველ შვიდ რიგში 12 წლამდე ასაკის ბავშვების დაჯდომას კრძალავს.

იმავე წელს, სინგაპურში ავიაკომპანია Scoot-მა გამოყო ზონა „Scoot in Silence“, რომელიც ასევე ზღუდავს 12 წლამდე ასაკის ბავშვების დაჯდომას წინა რიგებში.