Citi Research-ის ანალიტიკოსებმა ძვირფასი ლითონების ფასების მოკლევადიანი პროგნოზები შეამცირეს.

ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ მომდევნო სამ თვეში ოქროს ფასი უნციაზე დაახლოებით 3,800 დოლარი იქნება, მათი წინა შეფასება უნციაზე 4,000 დოლარს შეადგენდა. ვერცხლისთვის მოლოდინები უნციაზე 55 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ე.წ. შათდაუნთან დაკავშირებით  სიტუაციის სავარაუდო გადაწყვეტამ და ინფლაციის მოლოდინების შემცირებამ შესაძლოა უახლოეს მომავალში ოქროს ფასებზე ზეწოლა მოახდინოს.

ამავდროულად, მათი აზრით, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ოქროში ინვესტირება, როგორც პოტენციური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების ჰეჯირების ინსტრუმენტი, გამართლებული რჩება, იუწყება Reuters.

interfax