სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა რესპუბლიკაში სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობის შესახებ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს რეფორმებს ევროპული სტანდარტების მისაღწევად.

„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს რკინიგზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ჩვენთვის გაიხსნა ახალქალაქი-ყარსის (საქართველო-თურქეთი) რკინიგზა, გაიხსნა აზერბაიჯანის გავლით რკინიგზა და მალე გაიხსნება TRIPP (ტრამპის მარშრუტი). გაზსადენი გაივლის ჩვენს ქვეყანაში და ამ ტრანზიტის სანაცვლოდ გაზს მივიღებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ სომხეთი ასევე განავითარებს ალტერნატიულ ენერგიას.

მისი თქმით, სომხეთი მსოფლიოს გზაჯვარედინად იქცევა.

„სომხეთი სჭირდება ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს და დასავლეთს. და ყველა მათგანმა უნდა შესთავაზოს საუკეთესო შეთავაზება სომხეთის ხალხს, რომელიც გააკეთებს თავის არჩევანს. ჩვენ აღარ ვართ კონფლიქტის ჩიხი; ჩვენ ვართ მსოფლიოს გზაჯვარედინი“, - თქვა ფაშინიანმა.