გერმანელი გამომძიებლების ვარაუდით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს, მყარდება ეჭვი, რომ დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

WSJ-თანახმად, გერმანელმა გამომძიებლებმა 15-მეტრიანი იახტა „ანდრომედას“ მარშრუტი დაადგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ გაზსადენზე დივერსიის მოსაწყობად გამოიყენეს. „ანდრომედას“ სანავაიგაციო აღჭურვილობის, თანამგზავრის, მობილური ტელეფონების, ელექტრონული ფოსტის მონაცემებისა და იახტის ბორტზე აღმოჩენილი დეენემის ანალიზების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხომალდი იმყოფებოდა ყველა იმ წერტილში, სადაც მილსადენზე აფეთქებები მოხდა, ხოლო მანამდე – პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეს კომპანია უკრაინული ყალბი ფირმების ქსელში შედიოდა, რომელთაც უკრაინის დაზვერვასთან აქვთ კავშირი.

გამოცემა წერს, რომ ახალი ინფორმაცია ამყარებს ეჭვს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს. ასევე, გამომძიებლები სწავლობენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის მოსაწყობად პოლონეთის ტერიტორია იყო გამოყენებული.