ჩინეთში, ჰეილონჯიანგის პროვინციაში, სკოლის შენობის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, შემთხვევის დროს ადგილზე ფრენბურთის გოგონათა გუნდი, ჯამში 19 ადამიანი, იმყოფებოდა. 4-მა მათგანმა დარბაზიდან თავის დაღწევა მოახერხა, 4-ის გადარჩენა კი მაშველებმა მოახერხეს.
თვითმხილველების თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვები არიან, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.