Chevron Corp.–ი 2026 წლისთვის 18-19 მილიარდი დოლარის მოცულობით კაპიტალდაბანდებებს გეგმავს – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ეს გეგმა შეესაბამება კომპანიის გრძელვადიანი (2030 წლამდე და მათ შორის) კაპიტალური ხარჯების პროგნოზის ქვედა ზღვარს, რომელიც 18-21 მილიარდი დოლარია.
„ჩვენი 2026 წლის საინვესტიციო პროგრამა ორიენტირებულია ყველაზე მაღალი შემოსავლიანობის შესაძლებლობებზე, დისციპლინის შენარჩუნებით და ეფექტურობის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ფულადი ნაკადები და მოგება“, - განაცხადა Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა.