29 აპრილს, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი დნიპროში ჩავიდა, სადაც უკრაინელი დევნილები მოინახულა.

„ომის გამო ბევრმა უკრაინელმა სახლი დაკარგა. მათგან დაახლოებით 200 000-მა დნიპროს შეაფარა თავი. მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა უკრაინისა და ევროპის სტაბილურობის გასაღებია. შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარება არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რაზეც დნიპროში ჩეხეთი ყურადღებას გაამახვილებს". - დაწერა პეტრ პაველმა Twitter-ზე.