ამერიკულმა ფინანსურმა კომპანიამ Charles Schwab Corp.-მა, რომელიც ახორციელებს საბროკერო და ქონების მართვის მომსახურებას, გამოაცხადა აღმასრულებელი დირექტორის უოლტ ბეტინგერის გადადგომის შესახებ.

ბეტინგერი, რომელიც კომპანიას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2024 წლის 31 დეკემბერს გადადგება. მის ნაცვლად, აღმასრულებელი დირექტორი გახდება რიკ ვურსტერი, რომელიც Schwab-ის პრეზიდენტია 2021 წლიდან.

ბეტინგერმა კომპანიის მართვა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს აიღო და შეძლო მართვაში მყოფი კლიენტების აქტივების გაზრდა 8,5-ჯერ, 9,74 ტრილიონ დოლარამდე. ასევე მისი ხელმძღვანელობით Charles Schwab–მა შეიძინა ონლაინ ბროკერი TD Ameritrade 26 მილიარდ დოლარად.

intefax