ბულგარეთი 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

„დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი”, - ნათქვამია განცხადებაში.

აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა.