British Airways სექტემბრიდან 24 000 თანამშრომელს ხელფასს 13%-ზე მეტით გაუზრდის. გაზრდილ ანაზღაურებას კომპანიაში დასაქმებულები 18 თვის განმავლობაში მიიღებენ.
თანამშრომლების ასევე მიიღებენ ერთჯერად ანაზღაურებას 1000 ფუნტის ოდენობით, თუმცა ეს ნაწილი პილოტებსა და მენეჯმენტს არ ეხებათ.
შეთანხმება, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.
დიდ ბრიტანეთში ბევრ სფეროში დასაქმებულები ითხოვენ ანაზღაურების გაზრდას, რადგან ქვეყანაში ინფლაცია კვლავ მაღალია. ბრიტანეთში ფასების ზოგადი ზრდის ტემპი მუდმივად მაღალი იყო. ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემცირდა, მაინც 7.9%-ზეა, ბევრად აღემატება ინგლისის ბანკის მიზნობრივ 2%-ს.