დიდმა ბრიტანეთმა ახალი საპარლამენტო აქტის მეშვეობით, ოფიციალურად აღიარა კრიპტოვალუტები და სტაბილკოინები, როგორც ლეგალური, იურიდიული საკუთრება.

კანონპროექტს მიენიჭა სამეფო თანხმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივები ახლა უკვე დაცული იქნება საკუთრების შესახებ ზოგადი კანონმდებლობით.

კანონის ინიციატორების განცხადებით, ამ ცვლილების მიღება მიზნად ისახავს მეტი სიცხადისა და დაცვის შემოტანას კრიპტოინდუსტრიაში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს განვითარებას.