Global Forest Watch-ის (GFW) მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრების შედეგად დაახლოებით 82 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა.

ყველაზე საშინელი კატასტროფები ავსტრალიაში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ში მოხდა.

ამჟამად ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის საბერძნეთი, იტალია, კანადა და ალჟირი.

ყველაზე მძიმე იყო 2019-2020 წლებში ავსტრალიაში მომხდარი ხანძარი, რომელიც 6 თვე გაგრძელდა. ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, 24 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე განადგურდა, 3000 სახლი დაიწვა, 480 მილიონამდე ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი და ფრინველი დაიღუპა.