ბარსელონასა და Nike-ის 20 წლიანი ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს.

The Goal-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული ამჟამინდელი კონტრაქტით უკმაყოფილოა, რის გამოც შეიძლება ეს თანამშრომლობა შეწყდეს.

კატალონიურმა გუნდა ახალი ტექნიკური სპონსორიც შეარჩია. ბარსელონა მოლაპარაკებებს Puma-სთან აწარმოებს. საუბარია 200 მილიონ ევროზე, თუმცა მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე კომუნიკაცია საკმაოდ გაიწელა: გერმანული მწარმოებელი ფირმა ფიქრობს, რომ ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მათ Nike-ისგან უკეთესი პირობების მიღების მიზნით იყენებს.

ვრცლად europop.ge