მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ჩინური სატვირთო გემის შვედეთის წყლებში დაბრუნება მოითხოვა, რათა გაამარტივოს გამოძიების პროცესი, რომელიც ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებას უკავშირდება.
ფიქრობენ, რომ წყალქვეშა კაბელები დააზიანა ჩინურმა გემმა, რომელიც ახლა შვედეთსა და დანიას შორის, საერთაშორისო წყლებში, დაცურავს. შვედეთმა, ფინეთმა და გერმანიამ გასულ კვირას დაიწყეს გამოძიება და შესაძლო დივერსიაზეც წამოჭრეს კითხვები.
„არსებობს ვარაუდი, რომ ეს შემთხვევითობა იყო. დიახ, შესაძლებელია. თუმცა 24 საათში ორი ერთნაირი შემთხვევა ვერ გექნება“, – ამბობს ვერმუნდ სეგორ-სორენსენი, ყოფილი მეთაური.
„სავაჭრო გემისთვის ეს მარშრუტი არ არის ნორმალური. ამას ემატება სამი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაც“, – ამბობს იენს ვენცელ კრისტოფერსონი, ანალიტიკოსი.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტენსონმა აღნიშნა, რომ ჯერ ბრალდებას ვერავის წაუყენებს, სანამ დეტალურ ინფორმაციას არ გაეცნობა.
წყარო: euronewsgeorgia