გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ქალაქ ბახმუტში ყოველ 48 სანტიმეტრზე წინსვლისას რუსეთი 1 ჯარისკაცს კარგავდა, ნაგულისხმევია დაჭრილებიც.
ამ ინფორმაციას უწყება ბახმუტში რუსეთის მიერ განცდილ დანაკარგებზე დაყრდნობით ავრცელებს - ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთმა წინ წაიწია 29 კილომეტრით, ხოლო დანაკარგებმა 60 ათასი ჯარისკაცი შეადგინა.
"ამ დროისთვის ქალაქში ომამდელი მოსახლეობის 1%-ია დარჩენილი",- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლში.
მაისის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბახმუტში რუსეთის დანაკარგები 100 ათასს უახლოვდება. თავად ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის კამპანიის ფარგლებში მოკლულია ვაგნერის 10 ათასი დაკონტრაქტებული მებრძოლი და ამდენივე რეციდივისტი.
პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ რიცხვებს ეჭვქვეშ აყენებს დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი - მისი თქმით, ბახმუტში 40 ათასამდე რუსი მებრძოლია მოკლული.