თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ურანის შეერთებულ შტატებში იმპორტს კრძალავს.

თავის მხრივ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აკრძალვა ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების „ენერგეტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების“ გაძლიერებას „სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებით“.

მანამდე კანონს, რომელიც რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს, აშშ-ის სენატმა დაუჭირა მხარი.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას გამდიდრებული ურანის თითქმის მეოთხედს რუსეთი აწვდიდა, რომელიც 90-ზე მეტ ამერიკული რეაქტორისთვის გამოიყენებოდა. .