აშშ-ის სენატმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს კენჭი უყარა და წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა გასული წლის დეკემბერში განიხილა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში, რუსული ურანის აკრძალვა ძალაში კანონის მიღებიდან 90 დღეში შევა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე კი ზღვრული ფასები დააწესა.

აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ის ატომურმა ელექტროსადგურებმა ურანის 12% სწორედ რუსეთიდან შემოიტანეს.

კანონს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოესი დღეების განმავლობაში მოაწერს.