„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, უკანასკნელად მისი კვალი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან დააფიქსირეს.
Sky news-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიას 6 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა.
Flightradar24-ის რუკებზე დაკვირვებით ირკვევა, რომ თვითმფრინავმა კურსი კასპიის ზღვის ცაზე შეიცვალა და აქტაუს მიმართულებით გაფრინდა. ქალაქის სიახლოვეს კი ავარიული დაშვება დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი თვითმფრინავის ფრინველთა ჯგუფთან შეჯახება გახდა.