აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი 2024 წელს დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA უნივერსიტეტში ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირს სურს აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობები. თუ 2021 წელს ჩვენი გაზის მიწოდება ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2027 წელს ის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის მიზანი და ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ. წელს ჩვენი ექსპორტი ევროპაში იქნება დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 4 მილიარდი კუბური მეტრით მეტი ვიდრე 2021 წელს“, - განაცხადა ალიევმა.

მანამდე ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვის მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წელს აზერბაიჯანიდან გაზის მთლიანი ექსპორტი 24 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

2023 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი გაზარდა 5,3%-ით - 23,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ევროპაში მიწოდებამ 11,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა (+3,5% - IF).

ამჟამად ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მყიდველები არიან იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სერბეთი. გარდა ამისა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანული გაზის შეძენით.