2024 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა ევროპაში 3,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ „X“-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

აღნიშნულია, რომ წელს თურქეთში 2,3 მილიარდი, ხოლო საქართველოში 0,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ამ პერიოდში ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში 1,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული.