2050 წლისთვის ევროპაში წყალბადით მომუშავე ავიაცია ევროპას შესაძლოა 299 მილრდ ევრო (323,4 მილიარდი აშშ დოლარი) დაუჯდეს. უფრო მეტიც, H2-ზე ფრენის თვითმფრინავის შექმნას ამ თანხის 5% დასჭირდება. ამის შესახებ ტრანსპორტზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Transport & Environment-ის (T&E) კვლევაშია საუბარი, რომელიც მიზნად ევროპაში „წყალბადიანი“ თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკვლევას ისახავდა.

დადგინდა, რომ ხარჯების ნახევარზე მეტი წყალბადის ეკოლოგიური წარმოების ორგანიზებისთვისაა აუცილებელია, კიდევ 23% - წყალბადის გათხევადებისთვის (აიროვანი წყალბადის გაციება თხევად მდგომარეობაში). აეროპორტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ხარჯების 12%-ს, ხოლო აეროპორტებში ამ ტიპის საწვავის მიწოდებას 6%-ს შეადგენს.

წყალბადის თვითმფრინავების განვითარებაში ინვესტიციები 2035 წლამდე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მათი წარმატების საფრთხის ქვეშ დაყენების რისკი, გვაფრთხილებს T&E.

კვლევამ აჩვენა, რომ წყალბადით მომუშავე თვითმფრინავები შეიძლება უფრო იაფი იყოს, ვიდრე საწვავზე მომუშავე თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნავთი დაიბეგრება. ამის გარეშე წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების საოპერაციო ხარჯები 8%-ით მეტი იქნებოდა.

„საავიაციო საწვავზე და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის გადასახადის გათვალისწინებით, წყალბადის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეიძლება 2%-ით იაფი გახდეს, ვიდრე მათი საავიაციო ნავთზე მომუშავე კოლეგები. ეს ზომები საკვანძოა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვისთვის, როგორიცაა წყალბადის საწვავი თვითმფრინავები“, – განმარტავენ T&E-ში.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მთლიანი ხარჯები შეიძლება 100 მილრდი ევროთი შემცირდეს, თუ ტურისტული და საქმიანი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის დონის შესაბამისად დარჩება.