შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვეტერანმა სენატორმა ბობ მენენდეზმა ქრთამის აღების ბრალდების გამო თანამდებობა დროებით დატოცა.
იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორები ამტკიცებენ, რომ რობერტ მენენდეზმა და მისმა მეუღლემ ასობით ათასი დოლარი მიიღეს ეგვიპტის მთავრობისთვის დახმარების სანაცვლოდ. წყვილი ბრალდებას უარყოფს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პარასკევს განაცხადა, რომ მენენდეზმა გადაწყვიტა, გადადგეს გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან „ვიდრე საკითხი არ გადაწყდება." მას სავარაუდოდ, ბენ კარდინი შეცვლის.
ცნობისთვის, მენენდეზი ასევე გადადგა თანამდებობიდან 2015 წელს მას შემდეგ, რაც ნიუ ჯერსიში ბრალი წაუყენეს ფლორიდის თვალის ექიმისგან ქრთამის აღების საქმეზე. ეს საქმე სასამართლო პროცესით დასრულდა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.