ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებების ძირითადი თემები ცნობილია. კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგენილი ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც დღეს ორი ქვეყნის დელეგაციებმა უნდა იმსჯელონ, მედია Al Jazeera-მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
5-პუნქტიანი გეგმა მოიცავს:
1.ურანის გამდიდრება - ირანმა მომდევნო 3 წლით სრულად უნდა შეაჩეროს პროცესი, მომდევნო წლებში კი ურანის გამდიდრებაზე ზედა ზღვრად 1.5% დააწესოს, რაც ბირთვული იარაღის შექმნისთვის საკმარისი არ იქნება.
2.გამდიდრებული ურანის მარაგები - შუამავლები მიიჩნევენ, რომ გონივრული იქნება, თუ ოფიციალური თეირანი არსებულ სრულ მარაგებს მესამე ქვეყანას, თუნდაც რუსეთს გადასცემს.
3. ირანმა უნდა შეწყვიტოს აიათოლას რეჟიმის მოკავშირე, რეგიონის ტერორისტულ ორგანიზაციების, ჰამასის, ჰეზბოლას და ჰუსიტების ყოველგვარი დახმარება, იქნება ეს ფინანსური, სამხედრო თუ ტექნოლოგიური.
4.თეირანმა ომის წარმოების მიზნით ბალისტიკური და სხვა მძლავრ რაკეტების გამოყენებაზე უარი უნდა თქვას, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში მისი გამოყენების უფლება შეინარჩუნოს.
5.აშშ-სა და ირანს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანა უარის იტყვის დაპირისპირების ძალის გამოყენებით გადაწყვეტაზე.