აშშ და ირანი 15-17 ივნისს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებების დასრულებისა და ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უახლოვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ალპებში, ევიანში გაიმართება. ჟენევა ახლოს მდებარეობს და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის კვირას მემორანდუმის ხელმოწერის შესაძლო ადგილად განიხილება.

„დიდი შვიდეულის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, საბოლოო შეთანხმების ნაცვლად, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმას მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერა, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ევროპაში მოხდეს.

წყარო: პირველი არხი