აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის, ვოლი ადაეიმოს განცხადებით, შეერთებული შტატები 500-ზე მეტ ახალ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს - აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას reuters-ის ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზანი უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სანქციათა პაკეტი აშშ-ის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები უკრაინასთან ომის საწარმოებლად.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა დააზარალა და ის 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი, 2023 წელს რუსეთის მშპ 3%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი ფონდი 2.6%-იან ზრდას ვარაუდობს.