NASA-ს „არტემის II“ მისიის ფარგლებში ორბიტაზე მყოფი „ორიონის“ ტიპის კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.

დაშვების შემდეგ მისიის ეკიპაჟის მეთაურმა რიდ უაისმენმა მისიის მართვის ცენტრს აცნობა, რომ ეკიპაჟის ოთხივე ასტრონავტი სტაბილურ და უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისიის განმავლობაში ასტრონავტებმა მთვარის გარშემო იმოგზაურეს და კოსმოსში ჯამში 10 დღე გაატარეს.

აშშ-ის საზღვაო ძალების სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ხომალდის ადგილმდებარეობა უკვე დააფიქსირეს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ისინი ასტრონავტებს კაფსულიდან უსაფრთხოდ ამოიყვანენ.

მისიის ეკიპაჟი შედგება ოთხი წევრისგან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კრისტინა კოხი გახდა პირველი ქალი, ვიქტორ გლოვერი — პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი — პირველი არაამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.