Apple Inc.-მა შაბათ-კვირას წინასწარი შეკვეთების დიდი მოცულობის ფონზე, სულ მცირე ორ მიმწოდებელს სთხოვა, ახალი iPhone 17-ის საბაზისო ვერსიის წარმოება 30%-ით ან მეტით გაეზარდათ, იტყობინება The Information ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კერძოდ, ამ კვირაში Apple-მა ჩინურ Luxshare Precision-ს სთხოვა, iPhone 17-ის სტანდარტული ერთეულების დღიური წარმოება დაახლოებით 40%-ით გაეზარდა.
Apple-ის ინიციატივები მიუთითებს, რომ მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შეიძინონ მისი ახალი სმარტფონების უფრო იაფი საწყისი დონის ვერსიები, ვიდრე კომპანია ელოდა, აღნიშნავს Reuters. სტანდარტული iPhone 17-ის ფასი 799 დოლარია, ხოლო პრემიუმ Pro მოდელების ფასი 1099 დოლარიდან იწყება.