ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქება თურქეთის დედაქალაქის ელმადაგის რაიონში მოხდა.
დაღუპულები ქარხანაში დასაქმებული პირები არიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.