"თუ დააპირებენ (USAID-ის) შეკეთებას, აჯობებს საკუთარი თავის დახმარების სააგენტოდ გადააკეთონ," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა. 

მისი მტკიცებით, სწორი იქნება, წინა ამერიკული ადმინისტრაციული  კორუფციული სქემების გამოძიება.

"მის ფუნქციები იქნება აშშ-ს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის განახლება, ბუნებრივი გენდერის დაბრუნებისთვის ხელშეწყობა, წინა ამერიკული ადმინისტრაციული  კორუფციული სქემების გამოძიება," - თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაევალა, ყველა პროექტი შეაჩეროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების აუდიტის მიზნით, 90 დღით შეჩერების ბრძანება გასცა.