აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, ვაგნერის დაჯგუფების ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის იყო გამოწვევა, რომელმაც გამოააშკარავა, რომ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს რუსეთზე გამანადგურებელი გავლენა აქვს.
"გასაოცარია, რომ პრიგოჟინის მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა კრემლის მიმართ ბრალდებები, რომ მათი უკრაინაში შეჭრის დასაბუთება ყალბია და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ომს ვერ წარმართავს. ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა დიდ ხანს გაჰყვებათ, როგორც ცხადი შეხსენება იმისა, თუ რაოდენ დამანგრეველია პუტინის ომი საზოგადოებისთვისა და მისი რეჟიმისთვის". - თქვა ბარნსმა.