230 ათასზე მეტმა კანადელმა ხელი მოაწერა საპარლამენტო პეტიციას ილონ მასკისთვის კანადის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით,  მასკის საქმიანობის გამო, რომელიც ხელმომწერების თქმით, ეწინააღმდეგება კანადის ეროვნულ ინტერესებს – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ შესაბამის პეტიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მასკს, რომელიც დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, აქვს კანადის და აშშ-ის მოქალაქეობა. მან კანადის მოქალაქეობა მიიღო დედის, მოდელისა და დიეტოლოგის მეი მასკის მეშვეობით, რომელიც წარმოშობით სასკაჩევანის პროვინციის დედაქალაქ რეჯაინადანაა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ მასკს კანადის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას, რადგან ის ეწეოდა საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება კანადის ეროვნულ ინტერესებს და გამოიყენა თავისი სიმდიდრე და ძალაუფლება კანადის არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.